პუტინმა აფხაზეთის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

putini

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოხუმის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას და აფხაზეთის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ საქმიანობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის მიხედვით -  ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას, ხოლო აფხაზეთის  მოსახლეობას - წარმატებას და წინსვლას", - წერს ვლადიმერ პუტინი.