პრემიერის ინიციატივით, პროგრამის - ,, ახალი წლის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში გამართული მთავარი საახალწლო ღონისძიება ვანში დასრულდა

ახალი წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამის - ,, ახალი წლის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში გამართული მთავარი საახალწლო ღონისძიება ვანში დასრულდა.

დღევანდელი დღის ბოლოს , ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა . კონცერტზე მისული მაყურებლის სადღესასწაულო განწყობაზე: სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები, გიორგი ცხადაძე, სოფო ბათილაშვილი, ანა ქურთუბაძე, ქრისტინე ჯაფარიძე და ინსტრუმენტული ბენდი ,,ნიუტონი“ ზრუნავდა.

მთელი დღის განმავლობაში ვანში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. დილიდან, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები .

სპეციალურ ქოხებში საშობაო ბაზრობა მოეწყო და ადგილობრივი მეწარმეების მიერ თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საბავშვო სივრცეებში ბავშვები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს, ითამაშეს სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ასევე დღის განმავლობაში მთავარი საახალწლო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსიარულე ორკესტრის შოუ, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ქიმიური შოუ.

სცენიდან მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა. მოგვიანებით კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით , საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.