„11 ნოემბერს, 11-ის 11 წუთზე ენერგეტიკული პორტალი იხსნება...“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს
1731269736
19 იანვარს საზოგადოება ქართველ მომღერალს, კინომსახიობს, სახალხო არტისტს, ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება. იგი 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუბა კიკაბიძის შესახებ უცხოური გამოცემაც წერს. უკრაინულ მედიაში მომღერლის პანაშვიდიდან ფოტო გავრცელდა.
გამოცემაში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ მის კუბოს უკრაინული და ქართული დროშები ამშვენებდა.
„გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უამრავი ადამიანი მივიდა - მეგობრები, ნათესავები, უცნობები. ყველა მათგანმა პატივი მიაგო დიდი მსახიობისა და ნამდვილი ადამიანის ხსოვნას, რომელსაც თავისუფლად ცხოვრება სურდა და იგივე უსურვა სხვებსაც“,- წერს მედია.
ბუბა კიკაბიძეს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.