დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ბუბა მისთვის არა მხოლოდ უფროსი კოლეგა, არამედ მამის მეგობარი და მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. ედუარდ სეფაშვილს ვახტანგ კიკაბიძესთან სტუმრად, პატარა მერაბიც დაჰყავდა... ასე ბავშვობიდან გაჩნდა მის ცხოვრებაში დღეს უკვე ლეგენდად ქცეული "მიმინო". მერაბი ბუბას "პრაიმტაიმთან" იხსენებს.
მერაბ სეფაშვილი: - მამაჩემის ძმაკაცი იყო. მე ბავშვი ვიყავი, ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდა. იყო მისვლა-მოსვლა. მამაჩემს მასთანაც დავყავდი. სხვა სიყვარული ჰქონდა ჩემს მიმართ. მერე მეც ავმღერდი...
უამრავი სიმღერა დაგვიტოვა. გიორგი ცაბაძის ბევრ სიმღერას მღეროდა.
ფილმებიდან "არ დაიდარდოც" მიყვარს, მაგრამ "მიმინოს" რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, არ მბეზრდება. შემიძლია გადავახვიო და კიდევ თავიდან ვუყურო. გენიალური ფილმია.
ხშირად გასტროლზე და დასასვენებლად ერთად დავდიოდით. საქეიფოდაც. მოქეიფე კაცი იყო. სადღეგრძელოებში ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. არაყი უყვარდა, მიდი, მიდი, უცბადოთო და ჰოპ, გადავკრავდით. სცენაზე გასვლის წინ, ცოტას დალევდა და გადიოდა.
ერთხელ ვართ იერუსალიმში, სადღაც ქვიშებში, სპეციალური სცენა ააშენეს. და იქ მეკითება, აქ არ არის არაყიო? ვფიქრობ, აქ საიდან მოვატანინო ბუბასთვის არაყი-მეთქი და იქაურ ქართველ ბიჭებს ვთხოვე, იქნებ საიდანღაც მოგვიტანოთ არაყი-მეთქი. წარმოიდგინეთ, 40 გრადუსამდე სიცხე იყო და რომ მოიტანეს ეს არაყი, თბილი იყო. მე ამას ვერ დავლევ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მიდი, დალიეო და დამისხა. თითო "ვგლიჯეთ" და გავედით სცენაზე.
რამდენი ისტორიაა მოსაგონარი... სამწუხაროდ, უკვე წარსულია.
თავისი სითბოთი და მეგობრობით სულ მემახსოვრება.
84 წლის ლეგენდას მშობლიურ მიწას, ვერის სასაფლაოზე, 19 იანვარს მიაბარებენ...