1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდეო გადაღებულია ზაფხულში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი.
თბილისის მერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, ასევე, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა.
„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს, ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ჩატარდა დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელშიც ყველაფერი წესრიგშია.
„ამის მიუხედავად, ჩავატარეთ დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება და კვლევის პასუხებიც გვაქვს. ყველაფერი აბსოლუტურად ნორმაშია და პრობლემას არაფერი წარმოადგენს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.