1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რა გახდა სპორტულ ცენტრ „იმედში“ ათეულობით ბავშვის და 2 მწვრთნელის მოწამვლის მიზეზი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მშობლები ამბობენ, რომ მომხდარი ქლორის გადაჭარბებულმა რაოდენობამ გამოიწვია და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მოწამლული ბავშვების მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს და კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
ბრალდებას ფეისბუკ პოსტით უპასუხა სპორტული ცენტრის ადმინისტრაციამ. ნათქვამია, რომ წყლის ქიმიური დამუშავება ხდება მხოლოდ ცარიელ აუზში და გამოიყენება შესაბამისი ლიცენზიის მქონე ესპანური წარმოების ქლორი.
ადმინისტრაციის მტკიცებით, მომხდარისთანავე აუზის წყალს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. დამატებით სრულყოფილი კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.