„ჩემო სიყვარულო ადამიანო, ვერ ვიჯერებ“ - მეგობრები და ახლობლები 26 წლის ლანა ლატარიას ემშვიდობებიან
1785524849
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სოფლის საშუალო სკოლაში გაურკვეველი ნივთიერებით მინიმუმ 57 მოსწავლე მოიწამლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ერთი სტუდენტი შტატის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია.
ხელისუფლებამ არ დაასახელა მოწამვლის მიზეზი, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ მოსწავლეები დაბინძურებულმა წყალმა ან საკვებმა მოწამლა.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტები კოკაინს მოიხმარდნენ, თუმცა პროკურატურის განცხადებით, ჩატარებულმა 15-მა კვლევამ ეს არ დაადასტურა.