„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
უკვე 4 დღეა, თბილისში სამგზავრო ბარათების გაცემა დაიწყო.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის გაყიდული ბარათების ნახევარი ერთწლიან, ულიმიტო 250 ლარიან აბონემენტებზე მოდის.
კომპანია „მს+“-ის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 5-დან 9 იანვრის ჩათვლით სულ 140 ბარათია გაყიდული.
1 დღიანი აბონემენტი - 18
1 კვირიანი აბონემენტი - 9
1 თვიანი აბონემენტი - 36
3 თვიანი აბონემენტი - 10
6 თვიანი აბონემენტი - 21
1 წლიანი აბონემენტი - 46.
შეგახსენებთ, სამგზავრო აბონემენტების გაყიდვა 5 იანვარს დაიწყო, მაგრამ დროებით შეჩერდა. მიზეზი ბარათზე გამოსახულ წარწერაზე შეცდომა იყო - „საბაგიროს“ ნაცვლად „საბაგარო“ ეწერა. სამგზავრო ბარათების გაყიდვა გუშინ განახლდა.