1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება. ამ ინიციატივით რამდენიმე კომპანია გამოვიდა.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე „პრაიმტაიმთან“ იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც პურის გაიაფება მოხდა.
„ეს გამოწვეული ფქვილის და ხორბლის ფასების დაბლა სვლით. წისქვილები ამუშავდა და ფქვილის ფასიც წამოვიდა დაბლა. ამას ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში შემოსული ფქვილიც. ამ გარემოებამ ზოგიერთ კომპანიას მისცა საშუალება, ბაზარზე სხვებისთვის კონკურენცია გაეწია და პურისთვის ფასი შეემცირებინა. რაც შეეხება რაიონებს, იქ ბუნებრივად უკვე დაკლებუილია პურის ფასი, რადგან ბუნებრივ აირზე ფასი უფრო დაბალია.
პურის ფასწარმოქმნა ზოგადად აღარ არის სახელმწიფოს პრეროგატივა, პური არის კერძო კომპანიების და ყველა კომპანია ცდილობს მეტი რეალიზაცია ჰქონდეს. ეს ისეთი პროცესია, რომ სხვა კომპანიასაც მოუნდება ბაზარზე შესვლა და შესაბამისად, იძულებული გახდება მანაც დაუწიოს ფასს.
ზოგადად, პურზე ფასის ასეთი ხშირი ცვლა არასერიოზულია. სერიოზულ ქვეყნებში ასეთი რამ ხშირად არ ხდება. პურზე უნდა იყოს გარკვეული ფასი, რაც საშუალო ფასთან მიახლოებულია, მე ასე მიმაჩნია“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ცნობისთვის, „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე ფასს 10 თეთრით შეამცირებს. ამავე ოდენობით გააიაფებს პურს ქარხანა „თემქა პურიც“.
ასევე დაგაინტერესებთ:
რამდენი თავშესაფარი, განგაშის სირენა და საკვების მარაგი აქვს საქართველოს - დეტალები