"ბავშვები ბუნებრივად აღარ დაიბადებიან... ბიოლოგიურ იარაღს ადამიანებზე გამოცდიან" - ვანგას შემზარავი წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის

ვანგა

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დედამიწის ორბიტის ცვლილებას, მზის ქარიშხალს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ატომური სადგურის აფეთქებას უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

ვანგას 5 წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის:

ვანგას თქმით, 2023 წელს „დედამიწის ორბიტა შეიცვლება". ზუსტად არავინ იცის რა იგულისხმება ამ ფრაზაში, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ორბიტის ნებისმიერი სახის ცვლილება გამანადგურებელ შედეგებს გამოიწვევს. 

მათივე თქმით, დედამიწის ორბიტიდან მცირე გადახრაც კი კლიმატის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. დედამიწა უფრო მიუახლოვდება მზეს, რაც ჰაერის ტემპერატურის ზრდას, ყინულის დნობასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს. 

როგორც ვანგა წინასწარმეტყველებს, 2023 წელს მზის ქარიშხალსაც უნდა ველოდოთ. 

მზის ქარიშხლის დროს მზის გამოსხივება დედამიწის მაგნიტურ ველს ერევა და წარმოიქმნება მზის ქარი, რომელიც ძალიან ძლიერია. მისი სიძლიერე და ზემოქმედება მილიარდობით ბირთვული ბომბის ძალასთანაა გაიგივებული. 

წინასწარმეტყველის თქმით, შესაძლოა 2023 წელს ბიოლოგიური იარაღის ადამიანებზე გამოცდა დაიწყონ. 

ვანგა ამბობს, რომ 2023 წელს  ემბრიონებს ლაბორატორიებში შექმნიან.