პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი დაიწყო. სკოლასთან შეგუება განსაკუთრებით პირველკლასელებს და პატარა ბავშვებს უჭირს.
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, რატომ არის სკოლის მოსწავლისთვის 2 გაკვეთილის შემდეგ საკვების მიღება აუცილებელი, როგორი კონტეინერი უნდა ავარჩიოთ პროდუქტების ჩასაწყობად და რა შეიძლება გავატანოთ წასახემსებლად.
„თუ ბავშვმა საკვები სახლში მიირთვა, თუნდაც მეორე, მესამე ცვლაში იყოს, შემდეგ მოემზადა, ჩაიცვა, სკოლაში მისვლამდე გარკვეული დრო დახარჯა და პირველ-ორ გაკვეთილს დაესწრო, გამოდის, რომ პირველი კვებიდან შემდეგ კვებამდე, საშუალოდ, 2 საათია გასული და ეს ოპტიმალური დროა. ბავშვმა 2 გაკვეთილის შემდეგ უნდა მიირთვას. ამ აზრზეა მთელი სამედიცინო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რაც დღიური რაციონის გააზრებას გულისხმობს. სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, მეორე ნახევარი კი მარცვლეული, ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რძის ნაწარმის ყოველდღიური გამოყენება.მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა, როგორი კონტეინერით შეიძლება გავატანოთ ბავშვს საკვები სკოლაში“,- ამბობს მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი".
როგორი უნდა იყოს კონტეინერი საკვებისთვის:
„კონტეინერი საკვებისთვის ყველაზე უსაფრთხო "თავშესაფარია", რომელსაც წინასწარ გავრეცხავთ, დავამუშავებთ და საკვებს განვათავსებთ. თუ კონტეინერს აქვს უჯრები, ეს კარგი არჩევანია. ამისთვის კი ერთჯერადი კონტეინერები საუკეთესოა, რადგანაც ბავშვი მას ერთი გამოყენების შემდეგ გადააგდებს. თუ ყოველდღიურად ერთჯერადი კონტეინერი არ გვექნება, პრობლემა არ არის. შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი კონტეინერი, რომელსაც აქვს სათავსო და ის მრავალჯერადი გამოყენების იყოს, ან კიდევ სახელდახელოდ, ცალ-ცალკე შეფუთული პროდუქტი იყოს, რომელსაც ერთ საერთო ჩანთაში მოათავსებს. თუმცა, უკეთესია, ყოველთვის უპირატესობა ერთჯერადი გამოყენების ნივთებს მივანიჭოთ.
შესაძლოა ბავშვმა სკოლის ბუფეტში, მაღაზიაში შეფუთული პროდუქტები შეიძინოს. მაგალითად, ჰამბურგერი, ფუნთუშა, კრემიანი ნამცხვარი, კანფეტები, გაზიანი სასმელები, ჩიფსები, მაგრამ ასეთი პროდუქტები წლებს უძლებს და შეიძლება ჩვენს შვილს, ერთი შეხედვით, არც არაფერი აწყინოს, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გავითვალისწინებთ, თუ რას აფუჭებს, განსაკუთრებით თუ პროდუქტი კრემიანია, თუ მასში მალფუჭებადი ინგრედიენტია, არჩევანი უფრო ჯანსაღი პროდუქტების სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი პატარა და ჩვენც თავს მოვიტყუებთ, თუ მას კანფეტი ექნება ჯიბეში და ასე შეეცდება დანაყრებას. მაგრამ, ენერგიის ცრუ მოზღვავებასა და დანაყრების შეგრძნებას სისუსტის, ენერგიის კარგვის, გამოფიტვის შეგრძნება მოჰყვება, რაც შეიძლება ბევრად უფრო ცუდი იყოს მისი გონებრივი და ფიზიკური აქტივობისთვის.
მაგალითად, შეიძლება ბავშვისათვის მოსახერხებელი ბანანი იყოს. ის გარედან გარეცხილი, დამუშავებული უნდა იყოს და ჩვენი შვილები აუცილებლად მივაჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ვიდრე საკვებს შეეხებიან, ხელები დაიბანონ. თუ სკოლაში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, სველი ხელსახოცი გავატანოთ. ასევეა სხვა პროდუქტების, მაგალითად, ვაშლის, ყურძნის შემთხვევაში. კარგად გარეცხილი და შეფუთული უნდა გავატანოთ. ბოსტნეულიდან შეიძლება ავირჩიოთ კიტრი, სტაფილო. ასევე, მაგრად მოხარშული კვერცხი, იოგურტი. ძალიან ადვილად მოსამზადებელი ხემსი შეიძლება იყოს მაწონში ჩაყრილი შვრია სხვადასხვა სახის კენკრასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შოკოლადიც გავატანოთ, თუმცა შემადგენლობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მასში კაკაოს ცხიმი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შოკოლადი არ არის“,- ამბობს ექიმი.