1776057504
რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად - მოძღვარი განმარტავს
აღდგომის მეორე დღეს თითქმის ყველა ოჯახი ახლობლების საფლავებს მიაშურებს. როგორ უნდა ვახაროთ მიცვალებულებს აღდგომა, რა წავიღოთ საფლავზე და რას ვაკეთებთ არასწორად საფლავებზე გასვლისას. არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:
- როდის არის ყველაზე მართებული საფლავზე გასვლა?
-დღეს ბევრგან ეს ტრადიცია ქეიფად იქცა, რაც არასწორია. უწმინდესის კურთხევით, უმჯობესია საფლავზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გავიდეთ. საერთოდ კი, ყველაზე კარგი დრო მიცვალებულთა მოსახსენებლად თომას კვირის სამშაბათია (აღდგომიდან მეათე დღე), რომელიც საგანგებოდ ამისთვის არის დაწესებული.
- რა უნდა წავიღოთ საფლავზე და როგორ ვახაროთ მიცვალებულებს აღდგომა?
- საფლავზე მხოლოდ პასკა და წითელი კვერცხი უნდა წავიღოთ, როგორც აღდგომის მთავარი სიმბოლოები. სწორედ ამით ვახარებთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას. საფლავებზე დიდი სუფრების გაშლა მართებული არ არის.











