დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
საქართველოში ძალიან შესამჩნევი გახდა ვაქცინაციის მომხრეებისა და ანტივაქცერების დაპირისპირება. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ვაქცინაციას სასულიერო პირებიც იკეთებენ. ამან თავის მხრივ დადებითი გავლენა მოახდინა იმ პირებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ვაქცინა ეშმაკისეულია“. თუმცა რჩებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც არ აიცრებიან.
რიგი ადამიანების პირადი მოსაზრებები ხშირად დაპირისპირების მიზეზი ხდება.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა.
გთავაზობთ ამონარიდს სრული ტექსტიდან:
ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთანბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, – თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid – 19 – ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.
მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.