„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მ-რნმ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის გართულებას არ იწვევს,- ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) აცხადებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის ფარგლებში ორსულობის დაახლოებით 65 000 შემთხვევა შეისწავლეს. კვლევამ ვერ აღმოაჩინა ორსულობის გართულების, მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობის ან გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი მ-რნმ ვაქცინით აცრის შემდეგ.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ისევე ეფექტურია ორსულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკის შემცირების კუთხით, როგორც არაორსულებში. ორსულებში ვაქცინებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები ასევე ემთხვევა აცრილი მოსახლეობის საერთო გვერდით მოვლენებს. მათ შორისაა ტკივილი ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, სიწითლე და შეშუპება ინექციის ადგილზე, კუნთების ტკივილი და შემცივნება.