არ ვიცოდი, რომ “დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება - გიორგი ფხაკაძე

giorgi pkhakadze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის

8728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ  43 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545  პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 54 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  4 500. 

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება და წერს, რომ დღევანდელი სტატისტიკა შემაშფოთებელია.

 

8728 - არ ვიცოდი რომ „დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება. პირბადე მაინც გაიკეთეთ სანამ ეს “დასასრული” თავზე არ დაგადგათ…

 

ასევე ნახეთ: ოფიციალურად საქართველოში კოვიდის პრობლემა მოგვარებულია - გიორგი ფხაკაძე