სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1706555509
ხშირია შემთხვევები, როდესაც სიზმრად გარდაცვლილი ადამიანები მოდიან. ზოგიერთს ეს კარგად აქვს დაცდილი, ზოგსაც პირიქით. რა შემთხვევაში მოდიან გარდაცვლილი ადამიანები ჩვენს სიზმრებში და გაცნობიერების შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ამის შესახებ ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო საუბრობს.
„ძილის დროს, შეგვიძლია დავინახოთ გარდაცვლილები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ეს არის რეალობა. უბრალოდ ადამიანი სიფხიზლის დროს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის ჩაკეტილი, ყველას არ შეუძლია დაინახოს სულები, რომლებიც ჯერ არსად წასულან და კიდევ აქ ვიჭერთ. თვალები არ ყველაფერს ვერ დაინახავს, ტვინით ვხედავთ... თვალები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა განზომილებები დავინახოთ...
როდესაც გვძინავს, ჩვენი სული ხშირად ჩვენს სხეულს ტოვებს და იმ კვანტურ განზომილებებში გადადის, სადაც არიან ეს გარდაცვლილები. რა თქმა უნდა, შენ მკვდარი არ ხარ, მაგრამ მათ ხედავ. ეს არის ის განზომილება, სადაც სულები არიან, რომლებმაც რეინკარნაცია ჯერ არ განიცადეს. როდესაც ადამიანი კვდება და მოდის სიზმარში, დიდი ალბათობით, ვიღაც არ უშვებს, ან კიდევ, აქ მისიები ბოლომდე არ აქვს დასრულებული და აქაურობას ვერ ტოვებს. ან სურს, რომ ინფორმაცია მოგაწოდოს, გაგაფრთხილოს...
ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არიან პარაზიტები. დაბალი ვიბრაციული არსებები, რომლებიც მოდიან ჩვენთან გარდაცვლილების სახით და ეგრე გვაცლიან ძალას. ამიტომ სიზმარში თუ გააზრებული ხარ, ჰკითხე ხოლმე სახელი, რა ჰქვია... და თუ გიპასუხა, ესე იგი, ისაა. თუ ვერ გიპასუხა, პარაზიტია და ძალას გაცლის.
როდესაც ადამიანს სძინავს, ყველაფერთან შეგვიძლია, ტელეპატიურად ვესაუბროთ ერთმანეთს. ეს მხოლოდ გარდაცვლილებზე არ არის. დავუშვათ, გვესიზმრება ყოფილი, მეგობარი, რომელიც ჩვენს მიმართ რაღაცას განიცდის და ტელეპატიურად ამ ყველაფერს გვაწვდის.
ერთი რჩევა მაქვს, მათ არასდროს გაჰყვეთ. შეიძლება, აღარ დაბრუნდეთ...“ - ამბობს ნინუშკა ლისენკო.
ასევე ნახეთ: