პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა.
„19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა „ბასიანზე“, კლუბური ნარკოტიკით. ეს „ბასიანი“ ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძიებია. რატომ არავინ იძიებს ვისია ეს „ბასიანი“? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.
ამაზე საუბარი არავის არ უნდა. ამაზე არ კეთდება გადაცემები. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მოდი გააკეთეთ ამაზე გადაცემები. ახალგაზრდები გვეღუპება. მოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს სხვა მიმართულება მივცეთ. გვახსოვს “ბასიანი” რომ დაარბიეს, მთელი აქციები მოეწყო. ამ დროს იქ ხალხი იხოცება“,- ამბობს შალვა კეკელია.
ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ:
თამამად გამოხატეთ ემოციები, ოღონდ „ოქროს შუალედის“ დაცვა არ დაგავიწყდეთ – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ
რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? - ნახეთ, რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა