„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ამ ნაბიჯით ისრაელი შეუერთდა იმ 32 სახელმწიფოს, რომელთაც ეს ფაქტი უკვე აღიარებული აქვთ.
თურქეთის საგარეო უწყება ისრაელის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენების გენოციდად შეფასება მხოლოდ ისრაელის მიერ ჩადენილი საკუთარი დანაშაულების გადაფარვას ისახავს მიზნად.
მანამდე სომეხთა გენოციდი არაერთმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებმა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა 600 000-დან 1,5 მილიონამდეა.