რა შემთხვევაში არ მოქმედებს ჯადო და მაგია - რჩევები ექსკლუზიურად გოგა მანიასგან

ჯადო

ჯადოების, ავი თვალის, შელოცვების და მსგავსი სხვა საკითხების, ბევრს სჯერა. ადამიანების ნაწილი, ამ ყველაფერს, ცრურწმენას უწოდებს და სხვებს ურჩევენ, არ დაიჯერონ მსგავსი რამე, თუმცა ფაქტია, რომ გარშემო ბოროტებიც მრავლად არიან და შეუძლიათ ადამიანებზე ენერგეტიკულად იმოქმედონ. 

სწორედ ამ თემაზე, „პრაიმტაიმმა“ ეზოთერიკოსი, გოგა მანია, ექსკლუზიურად ჩაწერა. 

ეზოთერიკოსი ბევრ საჭირო ინფორმაციას გვაწვდის. 

გოგა, რა შემთხვევაში არ მოქმედებს ადამიანზე ჯადო და მაგია?

- ჯადოს და მაგიის არიდება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ იქნებიან მაღალ ჰერცებზე, აუცილებელია ლოცვა, ლოცვა და ლოცვა... ვარჯიში, სეირნობა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მუსიკის მოსმენა, მედიტაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  საკვებს, მიირთვით ჯანსაღად. (ხილი, ბოსტნეული, ნაკლებად მიირთვით ხორცი) ასევე არ უნდა გეშინოდეთ ჯადოსი, რადგან ამ შიშით, უფრო აზიანებთ თქვენს თავს. 

როგორ უნდა აირიდონ ჯადოსგან თავი და რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ჯადოს უკეთებენ სხვებს?... 

- თუ ადამიანს არ ეშინია ჯადოსი და ფიქრობს, რომ მასთან ბოროტი ძალები ვერ მივლენ, ამ შემთხვევაში, ადამიანი ირიდებს თავს. ჯადო, არის დაბალვიბრაციული, შესაბამისად, შეუძლებელია, მან დიდხანს იმოქმედოს. პასუხს აგებს დამკვეთიც და გამკეთებელიც. ის დაზიანებები, რასაც სხვებზე აკეთებენ, უკან უბრუნდებათ.