პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნინო ლომჯარიას დაახლოებით 2 თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტის 90 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.
მანამ, სანამ გავიგებთ, ვინ იქნება მომავალი სახალხო დამცველი, გთავაზობთ ნინო ლომჯარიას მიმდინარე წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციას.
38 წლის ნინო ლომჯარიას ორი შვილი, 15 წლის ეკატერინე და 10 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ომბუდსმენის მეუღლე შალვა ნეფარიძეა.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მთავარ აუდიტად ირაკლი მექვაბიშვილის დანიშვნის შემდეგ, თანამდებობიდან გათავისუფლდა.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშნული ნინო ლომჯარია მაშინ არ ფლობდა არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ნინო ლომჯარიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 2 547 ლარი, ანაბარზე კი 9 658 ლარი ჰქონდა.
სახალხო დამცველს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. კერძოდ, ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, მაგისტრის ხარისხი აშშ-ს სამართალში – 2011;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი სამართალში – 2006.
დეკლარაციით ირკვევა, რომ უძრავ-მოძრავი ქონების უმეტესობა მისი მეუღლის სახელზეა.
ნინო ლომჯარიას სახელზეა 2019 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი სოფელ შინდისში, რომლის ღირებულებაც 25 000 ამერიკული დოლარია.
2021 წელს ნინო ლომჯარიას სახელფასო ჯამაგირმა ჯამში, 68 153 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ლომჯარიას ანაბარზე 18 000 ათას ლარამდე თანხა ფიქსირდება.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მეუღლეს, შალვა ნეფარიძე ფლობს 124,16 კვ.მ ბინას თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე. ასევე, უძრავი ქონება, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში.
შალვა ნეფარიძის საკუთრებაშია ავტომობილი 2018-წლიანი „Hyundai Sonata“, რომლის ღირებულებაც 6 000 ამერიკული დოლარია.