პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქს ახალი ვიცე მერი ჰყავს. კახა კალაძემ დღეს ელოშვილის შემცვლელად კახა გულედანი დაასახელა.
გულედანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მრეწველობის დაგეგმვა დაამთავრა.
1995-2007წწ. იყო საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უფროსი;
2007-2008წწ. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, გენერალური დირექტორის მრჩეველი;
2008- 2010წწ. შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკე“, გენერალური დირექტორი;
2010- 2012წწ. სსიპ „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“, გენერალური დირექტორი;
2012-2015წწ. შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პროექტის მენეჯერი;
2016 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2016 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
2018-2019წწ გულედანი სამგორის გამგებლის პოსტს იკავებდა.
ამ დრომდე კახა გულედანი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მუშაობდა.
თბილისის ახალ ვიცე მერს მეუღლე (ირინე ნეფარიძე) და ორი შვილი (მარიამი და გიორგი) ჰყავს.
ქონებრივი დეკლარაცია კახაბერ გულედანმა ბოლოს 2020 წლის 19 მაისს შეავსო.
მის საკუთრებაშია 1998 წლის Toyota Land Cruiser-ი, რომელიც გულედანს 2012 წელს აჩუქეს.
დეკლარაციის შევსების დროს გულედანის საკრედიტო ბარათზე 8000 ₾ იყო ასახული, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 2401,91₾ ჰქონდა.
ვიცე მერის მეუღლის, ირინე ნეფარიძის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით 4010 ₾ შეადგენს.