ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მთიულ, ბექას და მარის ტელე მაყურებელი კარგად იცნობს. პატარები საზოგადოებამ პირდარ კინოს გადასაღები მოედნიდან გაიცნო.
პანდემიის დროს, მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის "ტერცო მონდოს" ეკრანიზაციის ერთი ეპიზოდის გადასაღებად თიანეთს ეწვია. სწორედ დიდი მაესტროს გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდნენ სამყაროს საიდუმლოებების შეცნობას მოწყურებული ეს ლაღი ბავშვები.
ქვეშეთელი ბექა და მარი მეგობრები არიან და როგორც ჭეშმარიტ მეგობრებს სჩვევიათ, უერთმანეთოდ არსად დგამენ ფეხს. პოპულარობაშიც ერთად არიან და ოცნებების ახდენაც ერთად მოუხდათ.
ბავშვები 17 მაისის "ღამის პრაიმტაიმში" იყვნენ სტუმრად. გადაცემამ საყვარელი მოზარდების ოცნებები აასრულა, ბექას ტელეფონი გადასცა, მარის კი - "ფუშფუშა" კაბა.
მარიამი: - მე მომწონს პოპულარობა. მინდა პოლიციელი ვიყო და ხალხს დავეხმარო. ყველგან კამერებს დავაყენებ და ვინც სხვის სახლში რაღაცებს იპარავს, იმათ დავიჭერ.
ქვეშეთში მყავს გოგო და ბიჭი პოლიციელები და მეუბნებიან, დიდი რომ გაიზრდები, შენ იმუშავე ჩვენს მაგივრადო.
თბილისში გადმოვედი სკოლაში და არ მომწონს. ერთმანეთს დასცინიან ბავშვები... ვეუბნები, მაგრამ არ ესმით. მომავალ წელს ისევ ქვეშეთის სკოლას დავუბრუნდები.
ბექა: მომწონს ყველა რომ მცნობს, სასიამოვნოა ჩემთვის. კარგია პოპულარობა. მეც პოლიციელი მინდა გამოვიდე. ფორმაც მომწონს, თოფებიც, მანქანებიც და საქმიანობაც. წესრიგს ამყარებენ.
ახლა ცხრა წლის ვარ, კარგად ვსწავლობ. ქართული, მათემატიკა და ინგლისური მიყვარს.
კიდე მიყვარს ხინკალი, 20 ხინკალს ვჭამ.
შეყვარებული ჯერ არ მყავს. 12 წლიდან მეყოლება.
თავისუფალ დროს ველოსიპედით "ვკატაობ". წრეში ბურთს და ფრენბურთს ვთამაშობთ.
ძილის წინ კომპიუტერულ თამაშზე ვფიქრობ. კიდე... მინდა ომი დამთავრდეს უკრაინაში. ბევრი ხალხი დაიხოცა... საშინელებაა... მე უკრაინის მხარეს ვარ, პუტინი მეზიზღება...