როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
მეტროსადგურ „დელისზე“ დაკვამლიანება იყო. ამ მომენტში, ორივე ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.
როგორც „პრაიმთაიმს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რაიმე სახის ხარვეზი, რომელსაც შესაძლებელია, პრობლემა მოჰყოლოდა არ ყოფილა.
„სადგურს, გვირაბსა და მატარებელს რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია შეფერხება ან, რაიმე სახის ხარვეზი. უბრალოდ, შესაძლებელია, მოძრავი მატარებლის გოგორ წყვილი (რაც საბურავის როლს ასრულებს) გადახურდა, ან ზეთი დაეწვეთა, რამაც მცირე ხნით გამოიწვია სპეციფიკური სუნი და დაკვამლიანება,“ - განუცხადეს „პრაიმთაიმს“ სატრანსპორტო კომპანიაში.