პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები და ნიკა კვარაცხელია ერთმანეთს არ იცნობდნენ.
მისივე თქმით, გამოკვლეულ ინფორმაციაში მითითებული იყო ის გარემოებაც, როგორ, რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებული.
„აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით - უდავოდ გახდის კუთხით კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა ორივე ბრალდებულმა დაადასტურა, უბრალოდ, ისინი კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთი მოწმე და ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ შემთხვევის ადგილის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ნათლად მითითებულია მკვლელობის ჩადენის მომენტი. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის ნახვაზე და მისი მოთხოვნით მან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა, მეორე ბრალდებულთან და დაცვის მხარესთან ერთად მოხდა აღნიშნული ინფორმაციის დეტალურად გამოკვლევა. ამ სასამართლო პროცესზე გაქარწყლდა დაცვის მხარის განცხადება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე ერთმანეთს შეხვდნენ, თვალებში შეხედეს. თუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მათ რაიმე სახის რეაქცია ექნებოდათ.
გამოკვლეულ ინფორმაციაში მითითებული იყო ის გარემოებაც, როგორ, რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებული, როგორ ჰქონდათ ადგილი შერჩეული, როგორ გადმოვიდა ბრალდებული დამუხტული იარაღით, რომ დრო არაფერში დაეკარგა, როგორ ელოდებოდა მას მეორე ბრალდებული მანქანით, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ წაეყვანა.
შეკვეთილ მკვლელობასთან და მოტივთან დაკავშირებით, ბრალდებულებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ ამის საშუალება მათ არაერთხელ მივეცით. ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი, გამოყოფილ საქმეში ზღვა მასალა არსებობს იმის, რომ პოლიციის ორგანოები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მუშაობენ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განხილვები გრძელდება. დანაშაულის ოფიციალური მოტივი, ამ დრომდე, უცნობია. დეტალებზე არც ბრალდებულები საუბრობენ.