რა ეღირება მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებზე ბილეთები

ფრენა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე უკვე გასცა.

როგორც სააგენტო განმარტავს, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და კომპანიაზე ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გაიცა.

ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. 

ასევე დაგაინტერესებთ: „ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ“ – ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Azimuth Airlines-ს ვებ-გვერდზე მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ბილეთები იძებნება 19 მაისს, რაც შეეხება საფასურს ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია და 23 373 რუბლი ანუ 748 ლარი და 63 933 რუბლი ანუ 2 046 ლარი ღირს. შედარებით იაფი ბილეთი მოიცავს 5 კგ ბარგს, ხოლო ძვირი - 10 კილოგრამს, ამასთან ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ძვირად ღირებული ბილეთის მფლობელებს ლოდინიც არ მოუწევთ.

რაც შეეხება თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს, Azimuth Airlines-ს ბილეთის ფასი შედარებით იაფია. კერძოდ, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა ასევე 19 მაისს 21 052 რუბლი ანუ 674 ლარი და 56 542 რუბლი ანუ 1 809 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც ბილეთებს შორის განსხვავებაა ბარგსა და ბილეთის დაბრუნების პროცესს შორის.

წყარო: bpn

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე…“ - სოხუმში ტრაგიკულად დაღუპული ლევან აბაშიძის გახსენება

👉 ქართველი ქალის ამბავი, რომელიც ქმარმა მილიონად სხვას დაუთმო

👉 ცოლის ღალატს ვერ იჯერებდა, ეგონა კონკურენტები უგონებდნენ – თბილისელი მილიონერი, რომელიც სიღატაკეში გარდაიცვალა