პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში სამუშაოდ წასული 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ანი მაჩაბელი "ორბის" საცხოვრებელი კომპლექსის მე-13 სართულიდან გადმოვარდა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. დედის თქმით, მისი შვილი მოკლულია.
მაჩაბელი ბათუმში სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, მეგობართან ერთად გადასახლდა. არსებობს ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ადასტურებს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში ახალგაზრდები ერთად იყვნენ.
„ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ეს რის გამორიცხული. ერთი კვირის წასულია. მუშაობა უნდა დაეწყო. გოგოსთან ერთად იყო. მე მას არ ვიცნობ. პოლიციაში ყოფილა უკვე დაკითხვაზე. მე ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს. თუ მართალია, რატომ თიშავს ტელეფონს, მოვიდეს, დამელაპარაკოს“, - ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა.