დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კულინარი და ტელეწამყვანი, ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც მარხვის დიდ ხუთშაბათს ეხება.
„რა ედო სუფრაზე ქრისტეს უკანასკნელი ვახშმის დროს? N 2 და სუნელი - ფუტკრის ბალახი (ფოტოზე), რომელსაც „ერის განსაწმენდელად“ იყენებდნენ ქართველები!!!
დღეს არის ბოლო ღამე, როცა უფალმა დედამიწაზე გაატარა;
დიდ ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის დღეა.
ამ დღეს, 1986 წლის წინათ იესო და მისი 12 მოწაფე უცხო კაცის დარბაზში ბოლოჯერ ვახშმობდნენ;
მინდა წარმოვიდგინო, წარმოდგენაც უცნაურია - ფიქრიც ანათებს; ვხედავ: იესო იღებს სუფრიდან პურს, აკურთხებს და 12 ნაწილად ტეხს; ურიგებს მოწაფეებს; შემდეგ იღებს ღვინოს, აზავებს წყლით და აწვდის მოწაფეებს;
ეს არის პირველი ზიარება დედამიწაზე;
თუმცა მანამდე კერძში აწობს პურის ნატეხს და იუდას აწვდის!!!
რა კერძი უდევს სუფრაზე იესოს?
ამ შეკითხვას რამდენიმე კვლევა მიეძღვნა. ერთ-ერთი ძალიან საინტერესოა იტალიელი არქეოლოგების - ჯენეროზო ურჩიოლისა (Generoso Urciuoli) და მარტა ბერონოს (Marta Berogno) წიგნი - L’Última Cena (იერუსალიმი, უკანასკნელი სერობა).
იტალიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს პალესტინაში I საუკუნის ჭამის წესები და ბევრ დეტალს მოჰფინეს ნათელი;
თავისთავად, ბევრი რამ არ ემთხვევა ლეონარდო და ვინჩისა და სხვა მხატვრების სერობის ფრესკებს;
მე მივსდიე ამ მენიუს და ძალიან საინტერესო სუნელიც ვიპოვე - უსუპი! რომელიც ქართველებსაც სცოდნიათ და ინებეთ, წაიკითხეთ!
მკვლევარების თანახმად, უკანასკნელი სერობა მიმდინარეობდა არა სასადილო მაგიდაზე, არამედ ქრისტე და მისი მოციქულები ისხდნენ დიდ ბალიშებზე, იატაკზე, რომაული წესის მიხედვით და სადილი გაშლილი იქნებოდა დაბალფეხიან ტაბლაზე;
ქრისტეს წელთაღრიცხვის დასაწყისის პალესტინაში ჭურჭელი აუცილებლად იქნებოდა ქვის! იერუსალიმისა და გალილეის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრებით დგინდება ქვის სასმისები, თეფშები, ჭიქები, დოქები;
ებრაული ტრადიცია საჭმლის მომზადების დროს საშინელ სისუფთავეს ქადაგებს; ასევე გარკვეულ კვებით წესებს: არ უნდა აურიონ რძის პროდუქტები და ხორცი ერთმანეთში; ქვის ჭურჭელი მათთვის ითვლებოდა ყველაზე წმინდად;
იესოს ეპოქაში დაცული იყო სტუმართა ადგილი სუფრის გარშემო: განსაკუთრებული სტუმრები მასპინძლის მარჯვნივ ან მარცხნივ სხდებოდნენ; იოანეს სახარებაში იუდაზე წერია, რომ ის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე იყო იესოსი; ანუ ის მის გვერდით უნდა მჯდარიყო;
იუდეველთა კვების მენიუს წესები - ანუ ქაშრუტის შესწავლა ეპოქას კიდევ უფრო ნათელს ხდის (წმინდა - უწმინდური);
1986 წლის წინათ იესო გალილეის ქალაქ კანაში საქორწილო ნადიმზე იყო მიწვეული. ღვინო გათავდა და მასპინძელი უხერხულობაში ჩავარდა; მარიამმა იესოს შეატყობინა და ამის შემდეგ ხდება სასწაული: იესომ მოატანინა ქვის 6 ჭურჭელი წყლით სავსე და სუფრის თავს გადასცეს. თამადამ ახალ ღვინოს გემო რომ გაუსინჯა, ნეფეს დაუძახა და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს (იოანე 2:1—11).
ასევე საინტერესოა ჰეროდეს წვეულება, სადაც იოანე ნათლისმცემლის ბედი გადაწყდა და სადაც ჩანს რომაული კულინარიის გავლენა იერუსლამიზე;
ღვინისა და პურის გარდა სერობის სუფრაზე უნდა ყოფილიყო:
1) გარუმი- თევზის სოუსი რომაული სამზარეულოს წიგნებიდან (ლათინურად: garum; ასევე - liquamen);
2) ბატკნის ხორცი;
3) ჩოლენტი - ებრაული შაბათის ტრადიციული კერძი - ჩოლენტი ან ჰამინი (Cholent/ hamin); ის მზადდება ხორცით, ბოსტნეულით, ლობიოთი, დაბალ ცეცხლზე;
4) მწარე ბალახები ფისტათი - ფისტა ხულია, წერს საბა (ხილი, ხული - გახსოვთ წინა სტატიებიდან - „ხილია“ ბაღის ნაყოფი, ხოლო „ხულია“ ხმელი ნაყოფი, ნიგვზეული); მოკლედ ფისტა ხულია, ქართულად - ბუსტუღია);
5) ჩაროსეტი (ან ჩაროისესი) - ხილისა და ნიგვზის ჯემი/პასტა;
6) ასევე, ზეთისხილები უსუპის ზეთში!!!
ჰოდა, აქედან ვერთვები მე ჩემი სულხან საბა ორბელიანის „სიტყვის კონით“ და გიამბობთ:
ჩემმა ჭკვიანმა სულხან-საბამ ლექსიკონში სათუთად შეინახა - უსუპი!!!
უსუპი - მცენარეა, ლათინურად Hyssopus officinalis L. რუსულად - Иссоп, юзовка, синий зверобой და ასევე ქართული პარალელური სახელებია - ზენტეხი და ფუტკრის ბალახი;
დავითის 50-ე ფსალმუნში უსუპზე წერია: „მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე“.
სულხან-საბა ორბელიანი აგრძელებს მისტიკას: ის წერს, რომ უსუპი/ სომხურად არის - მუშტაკ/მუშტკა; ბალახია, რომელიც მოხსენიებულია 50-ე ფსალმუნში; და არა მხოლოდ ბალახი - საბა ამბობს, რომ „უსუპი არს ბალახი სუნნელი“ და რაც მთავარია „ფრიად გამრეცხელი სარცხელთა“;
მეტიც: უსუპით ასხურებდენ ერსა განსაწმედელად!!!!!!!!!
საბას იმასაც წერს, რომ უსუპი - ქონდარიაო; ვისსოპი თივის მსგავსი არს, რომლისა შემკვრელნი ასხურებენ ერსა განსაწმედელთა;
და რადგანაც ერს ასხურებდნენ განსაწმენდად, უსუპს უწოდებდნენ „სასხურებელსა“;
ახლა ავხსნათ სიტყვა სერობა; თურქულად - გდუქ, სომხურად - მადეკ; სულხან საბამდე და საბას დროს „სერობა“ იყო - „მიმწუხრი საზრდელის მიღება“/„მიმწუხრი საზრდოს მიღება“; იგივე ვახშამი!
ვახშამზე დამსწრეს ჰქვია - მსერობელი/სერის მჭამელი!!!
არსებობდა ვახშმის შემდეგ საკვებიც, რასაც ძველი ქართვლები უწოდებდნენ - სერის კუდს;
და ბოლოს!!!! მეცნიერებისთვის დღემდე ურთულესია მხსნელის სახის ნაკვთების აღდგენა, თუმცა ფოტო, რომელსაც ხედავთ სასამართლო ანთროპოლოგმა, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ნივმა აღადგინა; ნივი ამბობს, რომ ასეთი იყო 1986 წლის წინათ იესო;
საიდან ადგენს? ექსპერტმა ჩაატარა რენტგენოგრაფიული ანალიზი 3 თავის ქალისა, რომელიც ეკუთვნოდა პირველ საუკუნეს და ეს ადამიანები, ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს იერუსალიმში;
მოულოდნელი შედეგია, არა?
და ბოლო ფოტოზე ტურინის სუდარის მიხედვით აღდგენილი ქრისტეა!!!
დღეს მისი ბოლო ღამეა დედამიწაზე, გააკრავენ და კვირას 1986-ედ აღდგება!!,- წერს ესმა კუნჭულია.