რა არ უნდა მიირთვათ დილით უზმოზე

საუზმე

ზოგიერთი საკვები, რომელსაც ცარიელ კუჭზე ვჭამთ თუ ვსვამთ, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. მასზეა დამოკიდებული ადამიანის მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში. 

ნახეთ, რა არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე!

ციტრუსი - სიმპათიური ბიჭი თავის დღეს იწყებს ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით - ეს არის წარმატებული ადამიანის იმიჯი, რომელსაც მიჩვეულები ვართ ტელევიზორით. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება აბსოლუტურად შეუძლებელია. თავად ციტრუსებს და მათ წვენს უზმოზე შეუძლება გამოიწვიოს გასტრიტი და ალერგია.

ბანანი - ბანანი აღარ არის ეგზოტიკური პროდუქტი, ის ჩვენი ყოველდღიური დიეტის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, მას სხეულისთვის მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს. ბანანი ნელნელა აითვისება ორგანიზმის მიერ. თუ მათ ჭამის წინ მიირთმევთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და დისკომფორტი. ამავე მიზეზით, ბანანის ჭამის შემდეგ არ უნდა დალიოთ წყალი ან წვენი. ექიმები გვირჩევენ ამ ხილის ჭამას ლანჩიდან ერთი საათის შემდეგ.

უმი ბოსტნეული - ახალ ბოსტნეულში არსებულმა მჟავებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ამიტომ, ისინი არ უნდა მიირთვათ უზმოზე, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი პრობლემების მქონე ადამიანებმა.

იოგურტი - უზმოზე იოგურტი იმდენ ზიანს არ მოიტანს, როგორც ციტრუსები, მაგრამ არც კარგია. სხეულს დილით არ სჭირდება დამატებითი ბაქტერიები. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ ჭამიდან ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ. ის მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეხმარება საჭმლის მონელებას. განაგრძეთ კითხვა...