კურიერმა შეუძლოდ მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, მოსანახულებლად ის მას ყოველდღე აკითხავს

კურიერი

უცხოური მედიის ინფორმაციით, საფოსტო კურიერი, სახელად რაჰიმ კუპერი შეკვეთის ჩასაბარებლად მიდიოდა, როდესაც შენიშნა, რომ სურსათი ქუჩაში იყო მიმოფანტული. როგორც აღმოჩნდა, კალათი ხანდაზმულ ქალს გაუვარდა. იგი სახლში მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

„რამდენიმე ადგილას დაცემისგან სისხლდენა შევნიშნე. მაშინვე გადავაყენე ჩემი სატვირთო, სასწრაფო დახმარებას დავუკავშირდი და ექიმების ჯგუფს მეც გავყევი ჰოსპიტალში. იმ დღეს მუშაობა აღარ გამიგრძელებია, მთელი დღე მასთან გავატარე", - ამბობს 30 წლის კუპერი.

78 წლის მარი კობლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. დაცემისას მან ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც დღემდე პალატაში რჩება. რაჰიმი კი მას ყოველდღე აკითხავს და როდესაც კობლის შვილები დედასთან ყოფნას ვერ ახერხებენ, მასთან კურიერი რჩება.

„მან მე გადამარჩინა. სამყაროსადმი რწმენა სწორედ ასეთი ადამიანების გულისხმიერებაზეა დამოკიდებული. მკითხა, თუ ყველაზე მეტად რომელი კერძები მიყვარს. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს მონახულებას კიდევ დააპირებდა, თუმცა ის ყოველდღე სწორედ მის მიერვე მომზადებული ჩემი საყვარელი სადილებით მსტუმრობს", - ამბობს მარი კომბლი.