ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება მოგიწევთ

martvis mowmoba

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. 26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის საგამოცდო მარშრუტები შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 აპრილს დაამტკიცა.

რუსთავის საგამოცდო სამსახურისთვის ქალაქში ოთხი საგამოცდო მარშრუტია დამტკიცებული.

ბრძანების თანახმად, „პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირი დაიშვება [პირველადი გასვლა] რიგის ჯავშნით განსაზღვრულ დროს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 კალენდარული დღისა.“

 

                                                  რუსთავი - საგამოცდო მარშრუტი №1

 

                                                         რუსთავი - საგამოცდო მარშრუტი №2

 

                                                     რუსთავი - საგამოცდო მარშრუტი №3

 

 

                                                             რუსთავი - საგამოცდო მარშრუტი №4

 

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.

სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ.

„პრაიმტაიმი“ ყველა ლოკაციის შესახებ მოგაწვდით გრაფიკულ ინფორმაციას