ქოჩორაშვილი 2 მაისურს გააჩუქებს - ნახეთ, როგორ შეარჩევს გიორგი გამარჯვებულებს

ქოჩორა

გიორგი ქოჩორაშვილი „ინსტაგრამზე“ 100 ათასი გამომწერის აღსანიშნავად  2 მაისურს გააჩუქებს. 

ამის შესახებ იგი თავად წერს:

„100,000 გამომწერი ინსტაგრამზე! საიუბილეო ნიშნულთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური: საქართველოს ნაკრების და ლევანტესი. 

დაწერე კომენტარებში, რა ემოციები გაჩუქა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე 

საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ და გადავცემ საქართველოს ნაკრების მაისურს

ყველაზე მეტ მოწონებიან კომენტარის ავტორს ვაჩუქებ ლევანტეს მაისურს

ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან ათასობით მესიჯს და დიდი მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის“