თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარეს

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს.

ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში.

ქართულმა მხარემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, გენერალური ინსპექციის ფუნქციები და სტრუქტურა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ერთად ერთობლივი ინსპექტირებაც ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.