პოლიცია ეჭვობს, რომ დრეზდენში სავაჭრი ცენტრზე თავდასხმამდე 40 წლის კაცმა დედა მოკლა - დეტალები

დრეზდენი

გერმანიის ქალაქ დრეზდენის პოლიციამ შეიარაღებული ბოროტმოქმედი მოკლა, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ Altmarktgalerie-ში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მძევლებს შორის არავინ დაშავებულა. დაკავების ოპერაციის დროს ბოროტმოქმედი პოლიციამ დაჭრა და მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანამდე თავდამსხმელმა Radio Dresden-ში შეჭრა სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. რადიოს თანამშრომლებმა უსაფრთხო ადგილას მიმალვა მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

ამის შემდეგ ბოროტმოქმედი მანქანით დრეზდენის ცენტრში მივიდა და ერთ-ერთ აფთიაქში მძევლები აიყვანა.

პოლიცია ეჭვობს რომ თავდასხმამდე 40 წლის კაცმა დედამისი, 70 წლის ქალი მოკლა.

სპეცოპერაციის დროს სავაჭრო ცენტრთან მდებარე საშობაო ბაზრობა დაიკეტა. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, რომ უსაფრთხოების მიზნით ამ რაიონებში მისვლისგან დროებით თავი შეიკავოს.