პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თეა დარჩია ფეისბუქპოსტში წერს, რომ კაცები ბავშვობაში დაწყებულ "ომობანას" მერეც აგრძელებენ, ქალი კი თავიდანვე აშენებს ოჯახს. ის არასდროს მოკლავს, რადგან იცის, სიმწრით გაზრდილი შვილის ფასი.
მოცეკვავე ვარაუდობს, რომ ამ სექსისტური პოსტის გამო, ფემინისტობას დასწამებენ, თუმცა დასძენს, რომ ამას მიჩვეულია.
თეა დარჩია: - მე როგორც მივხვდი, კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მით უმეტეს, სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში "ომობანას" თამაშს, ზრდასრულობაშიც აგრძელებენ და ამით იმყარებენ პირად ეგოისტურ ამბიციებს!!!
ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!! ვიცი, ყველაფერთან ერთად ფემინისტობასაც დამაბრალებთ, მაგრამ არაუშავს, მიჩვეული ვარ…
პოლიტიკაში ქალები უნდა იყვნენ და სასურველია, დედები, რომ სხვისი შვილების ჟლეტა აზრადაც არ მოუვიდეთ, რადგან იციან, რა სიმწარეა ბავშვის გაჩენა და გაზრდა. ქალებმა ზუსტად იციან, რამხელა ძალისხმევა და თავგანწირვა სჭირდება ადამიანის ადამიანად გაზრდას და მის ფეხზე დაყენებას!!!
ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, არასოდეს!!!! ქალი ბავშვობაშიც "დედაშვილობანას" თამაშობს თოჯინებით, ის ბავშვობაშიც აშენებს, ხან ოჯახს და ხან ცხოვრებას!!!! აშენებს და არა ანგრევს, აჩენს და არა კლავს და ანგრევს!!!
რატომ გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად ქალს? რადგან იცოდა, რომ კაცს გულისხმიერება არ ეყოფოდა იმის დასაჯერებლად, რომ სამი დღის გარდაცვლილი იესო დაენახა და ეცნო. რატომ გამოგვიგზავნა პატარა, 14 წლის წმინდა ნინო ღვთისმშობელმა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად? რადგან იცოდა, რომ ქართველი მხოლოდ სუფთა პატარა გოგოსას თუ ირწმუნებდა და ისიც, დედოფლის დახმარებით. რატომ არის ყველა უმთავრესი ქართული სიტყვის ფუძე დედა? იმიტომ რომ ქალი და მით უმეტეს დედა, არის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე ახლო დგას სიმართლესთან, სიკეთესთან, კეთილგონიერებასა და ჭეშმარიტებასთან!!!!
აბა, მეცით ახლა და გამბრდღვენით….