„პუტინის ასტროლოგიურ რუკაშიც ვერ არის კარგი სურათი... ბოლოსაც ის მოუღებს, ვინც..." - ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზი

xatuna noeli

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში, დროდადრო, მარტში გარდაცვლილ ბელადებზე წერს. სტალინი 5 მარტს გარდაიცვალა. ქართველები ამ რიცხვში "მობილიზებულნი", მოლოდინში გაერთიანებულნი იყვნენ, რომ ეგებ ტირანი, რომელიც დღეს წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩადის, ამ დღეს აღსრულებულიყო. ჯერჯერობით, იმედი გაგვიცრუვდა...

დღეს ასტროლოგი მარტის იდებს - 15 მარტს, კეისრის სიკვდილს იხსენებს.

"Et tu, Brute??
შეთქმულებმა, რომელთა შორის კეისრის უსაყვარლესი მარკ ბრუტუსიც ერია, საკუთარი ხელისუფალი მოკლეს. ეს იყო 44 წლის მარტის იდებზე ( 15 მარტს).
ცნობისათვის, იულიუს კეისარი მოკლეს მაშინ, როდესაც მან ხელისუფლების სრული უზურპაცია გადაწყვიტა" - წერს ნოელი.

"იქნებ ბრუტუსი ლავროვი აღმოჩნდეს", უკომენტარებენ ნოელს.

ასტროლოგის გუშინდელ პოსტს კი ანეკდოტის სახე აქვს. 

უკრაინის რადას დეპუტატი, ვადიმ რაბინოვიჩი ყოველ დილას მიდის პრესის ჯიხურთან, გაზეთის პირველ გვერდს ამოწმებს და უკან აბრუნებს. რამდენიმე დღის შემდეგ გამყიდველი ეკითხება, რას ნახულობთ? ნეკროლოგს, პასუხობს რაბინოვიჩი. ნეკროლოგი ხომ უკან გვერდზეა? ნეკროლოგი, რომელსაც მე ველოდები, პირველ გვერდზე იქნება!

ასტროლოგი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ ფეისბუქზე მსგავსი თემის ტირაჟირებით, სამყაროს დღევანდელი სურვილის ვიზუალიზაციას ახდენს.

ხათუნა ნოელი: - ვისაც იმის სურვილი გვაქვს, რომ პუტინი აღესრულოს, ყველა, ამ ჩვენ სურვილს, ვიზუალიზაციას ვუკეთებთ. იმიტომ ვაქვეყნებ, რომ მეტმა ნახოს, ისურვოს და წარმოიდგინოს. 

პუტინის ასტროლოგიურ რუკაშიც ვერ არის მაინცდამაინც კარგი სურათი მარტის თვეში.

ასტროლოგიაში არის აცდენის და გადატანის ხერხები და ტექნოლოგიები. როდესაც ხედავ, რომ პრობლემა გაქვს, ვთქვათ, ოჯახში ვიღაცის გარდაცვალება ჩანს, ამ დროს სასარგებლოა, სახლში დაიწყო რემონტი. ძველის ნგრევა და ახლის დასაწყისი, ტრანსფორმაციაა. 50-60 პროცენტით ეს მუშაობს. მაგრამ თუ დრომ მოაწია, "ზემოდან" ბრძანება გაცემულია, ღმერთის სურვილია და წერტილი უნდა დაესვას, ვერც ასტროლოგები და ვერც ვერავინ, ვერაფერსაც ვერ გავხდებით. 

პუტინს ორი წელი მოპარული აქვს. ადრე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კასპში მცხოვრებმა დედამისმა თქვა, რომ ის ორი წლით ადრე დაიბადა, ვიდრე ოფიციალურ დოსიეში აქვს მითითებული. საბუთების მიხედვით შედგენილი რუკა არასწორია. 

მის მზეზე მარსის შეერთებაა, რაც ფრიად არასასურველი მომენტი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება ძალადობრივ სიკვდილზე მეტყველებდეს.

მას ოფიციალურად 1952 წელი უწერია. ჩვენ რომ 1950 წლით ვიანგარიშოთ, შესაძლოა, მან ძალადობრივი სიკვდილით დაასრულოს. მას გარს ასტროლოგთა ჯარი ახვევია, არსებობს ტექნოლოგიები და თუ ღმერთი არ გადაწყვეტს მის აქედან გაყვანას, მას შეუძლია შეცვალოს მოსალოდნელი საფრთხე. თუმცა ყველაფერი უფლის განკარგულებაშია. რაც არ უნდა იხტუნაო, მაინც ვერ აიცილებ. 

იულიუს კეისარი საუკეთესო მეგობარმა ბრუტუსმაც გაიმეტა. პუტინმა ოლიგარქებს, რომელთაც თავისი ხელით კვებავდა, საარსებო გადაუკეტა. ქვეყანაში რომ მალე დეფოლტი ექნება, ფული საიდან უნდა ამოქაჩოს? მიადგება ისევ ოლიგარქებს. ეს კი უკვე მათ გააბოროტებს. 

ასტროლოგიურად მაისის თვეში რუსეთის რუკის მზეს უერთდება ურანი, რამაც დეფოლტი უნდა გამოიწვიოს. პოლიტოლოგები და ეკონომისტები აპრილის თვეში ვარაუდობენ დეფოლტს. 

(დეფოლტი - როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ქვეყანას უჭირს ახალი ვალების აღება, აღარ აძლევენ ან თუ აძლევენ, მნიშვნელოვნად ამაღლებული საპროცენტო განაკვეთით. ქვეყნის დეფოლტი ხშირად ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული, ან თავად იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს კი აღრმავებს.)

და დეფოლტის მერე, თუ კიდევ ცოცხალი იქნა, რა უნდა გააკეთოს პუტინმა? მისწვდება გვერდით მდგომ ოლიგარქებს და ფულებს დააყრევინებს. ამიტომ გარბიან ოლიგარქები რუსეთიდან. ვინც ვერ ახერხებს გაქცევას, რადგან პუტინი არ უშვებს, ბოლოსაც ის მოუღებს, ალბათ. ამის დიდი იმედი მაქვს (იცინის). 

დაუსჯელი არ დარჩება. ცნობილია, რომ შამანიზმით არის აქტიურად დაკავებული. რაც არ უნდა დაცვა ეყენოს და ტაიგაში შამანებთან თილისმებისთვის და შელოცვებისთვის ირბინოს, როდემდე ეყოფა? 

 

ასევე ნახეთ - პუტინი უკრაინაში მოხალისეებს გააგზავნის