დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„თუ გინდათ, რომ დაინახოთ რა განსხვავება უკრაინელებს და ქართველებს შორის, დააკვირდით, როგორ ხვდებიან უბრალო უკრაინელები და უბრალო ქართველები მათ ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს“, - ამის შესახებ ასტროლგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით,ყველა ქართველი, რომელიც ლაქიის ღიმილით ხვდება „რუს ლტოლვილებს“, მათ ემსახურება და მზად არის თუ ისინი, ბევრ, ბევრ ფულს გადაუხდიან, ისეთი რამეც კი იკადროს, რომელსაც კი ვერ იფიქრებდა, ჩემთვის ოკუპანტის ტოლ-სწორია.
„ოღონდ თქვენი ვიწრო „ბაბლით“ ნუ იმსჯელებთ.
მთელმა მსოფლიომ დაგვიმტკიცა, რომ პოლიტიკა და ბიზნესი (სპორტი, ხელოვნება და ა. შ.) არ ემიჯნება ერთმანეთს. ის ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
რესტორნებში ამ პერიოდამდეც ჯერ კიდევ უკრავდნენ რუსულ სიმღერებს და ახლა კიდევ უფრო „მოერგებიან“ რუს მსმენელს.
იტყვით, რა დაემართათ ამ ქართველებს?
ამ ადამიანებს აღარ ახსოვთ 9 აპრილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსეთის ომები ჩვენთან? რა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელი შინდისის გმირები და ანწუხელიძე?
ამ ადამიანების გონებას რაღაც საშინელი დაემართა.
მათი გონება უბრალოდ, გადალესილია.
აქ თვითგადარჩენის ინსტიქტზე კი არ არის საუბარი.
არააა. მათ გადასარჩენი მართლა არაფერი აქვთ.
მათი გონება და გული გარყვნილი და გათახსირებულია.
ისინი პირფერული ღიმილით დახვდებიან „რუს ლტოლვილებს“, დააბინავებენ, ფეხებს დაუთბობენ, „ძენ პაბედის“ ჩაურთავენ და საკუთარ მამას მსახურადაც კი დაუყენებენ.
ოღნდ მათი ფული გადაიხადონ.
მათ ხომ ბევრი ფული აქვთ ბაბა!
უკრაინელები ტანკებს შიშველი ხელებით წინ უდგებიან.
უკრაინის მოსახლეობა ოკუპანტებს უყვირიან: „წაეთრიეთ სახლში!
ხომ გესმით რა განსხვავებაა „წაეთრიეთ სახლში“ და „მობრძანდი გენაცვალეს“ შორის.
ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ რუსეთთან თანაცხოვრების დროს. ამ დანაკარგებს შორის ღირსება პირველ ადგილზეა.
როგორც ის კგბ-ს აგენტი ამბობს (რომლის ვიდეოც დავდე ამას წინათ ჩემს გვერდზე) - ადამიანების ტვინების „გამორეცხვას“ 15-20 წელი სჭირდება. ჩვენ კი ბევრი 15-20 წელი მოვდივართ მათთან ერთად.
საშველი დროში არ არის. თუ არასწორად მიდიხარ, დროში კიდევ უფრო აცდები ჭეშმარიტ გზას.
საშველი გაცნობიერებაშია.
ან ტკივილით.
ცვლილება მხოლოდ ამ ორი გზით მოდის.
ჩვენ ჯერჯერობით ვერაფერს ვაცნობიერებთ, ამიტომ მოგვიწევს ტკივილით გადახდა.
და ვისაც არ გვინდა ეს, ვინც ვაცნობიერებთ ამას, ვუთხრათ ყველას, რომ მიიღო „რუსი ლტოლვილი“ და მას აქ თბილი გარემო შეუქმნა, ეს ნიშნავს შენს ქვეყანაში ჩაასახლო რუსი მოქალაქეები, ბევრი, ძალიან ბევრი და ხვალ „მონღოლთა მეფე-სატანა“ მათი დაცვის მიზნით მთლიან საქართველოს.
„ვაიმე არ დაგვმბობოს“ არ არის საჭირო.
უკვე ვიბომბებით. ოღონდ სხვანაირად.
აქედან გამომდინარე, ჩემს თვალში ყველა ქართველი, რომელიც ლაქიის ღიმილით ხვდება „რუს ლტოლვილებს“, მათ ემსახურება და მზად არის თუ ისინი, ბევრ, ბევრ ფულს გადაუხდიან, ისეთი რამეც კი იკადროს, რომელსაც კი ვერ იფიქრებდა, ჩემთვის ოკუპანტის ტოლ-სწორია.
ამ ადამიანებს თამამად შეუძლიათ უთხრან მომავალში შვილიშვილებს: მე „მომკლეს“ ბაბუ!“,- წერს რამაზ გიგაური.