გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საკმაოდ ხანგრძლივი კონფლიქტია, ეს არ არის ერთ ან ორ-თვიანი, არა, ეს გაიწელება საკმაოდ დიდხანს, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
მისი თქმით, 30 აპრილი უკრაინისთვის ყველაზე მნისვნელოვანია, ამ დღეს გადაწყდება ქვეყნის ბედი.
„საკმაოდ ხანგრძლივი კონფლიქტია, ეს არ არის ერთ ან ორთვიანი, არა, ეს გაიწელება საკმაოდ დიდხანს. ზელენსკიმ შეიძლება თავი შემდგომ დასავლეთ უკრაინას შეაფაროს, პოლონეთთან ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები. ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლონეთსაც უკავია თვალი დასავლეთ უკრაინაზე. ისინი დღესაც თვლიან, რომ დასავლეთ უკრაინა მათი ტერიტორიაა და ლვოვი მათი ქალაქია.
მე არაერთხელ მისაუბრია პოლონელებთან. დღემდე სჯერათ ამისი და არც ერთ შანსს არ გაუშვებენ. თუ უკრაინაში დაიწყება დაშლის პროცესი, არ არის გამორიცხული რომ მათ საკუთარ ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის შეერთება მოინდომონ. მათი რუკებიც მაქვს ნანახი, როგორც თურქეთი ამბობს, რომ აჭარა ჩვენია, ასე ამბობენ პოლონელებიც. სხვათაშორის, დასავლეთ უკრაინა 3 საუკუნის მანძილზე იყო პოლონური. უკრაინული ენა რუსულისა და პოლონურის ნაზავია, აქედან შეიქმნა.
მარტის მანძილზე შეტევები იქნება, აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება ამ პროცესისთვის. რადგან აპრილში მოხდება შემდეგი ცვლილებები: მერკური - ინტელექტის, გონების, კომუნიკაციის მმართველი პლანეტაა, რომელიც ახლა სიტუაციას ურევს, რადგან ვერძის ზოდიაქოს და თევზების გასაყარზეა და ვერძი ძალიან აგრესიულია, გადავა ყველაზე მშვიდობიან ნიშანში - კუროში. 10 აპრილიდან ადამიანების ტვინები დამშვიდდება, ცხელი თავები აღარ ექნებათ. ყველას მოუნდება მოლაპარაკება სერიოზულ დონეზე. მოლაპარაკებები ახლაც არის, მაგრამ არ სრულდება, რადგან ყველაფერი ნაჩქარევია. 10 აპრილის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.
ახლა რუსებმა რომ აიღონ მნიშვნელოვანი ქალაქები, პარტიზანული ბრძოლა აუცილებლად გაიმართება იქ, ასე ადვილად უკრაინა არ დანებდება. ამის გამოცდილება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული აქვთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით.
30 აპრილი იქნება გადამწყვეტი - ეს არის მზის დაბნელება უკრაინის ზოდიაქოს ნიშანში, აქ საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი. აქ ერთვება აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები, წავა სერიოზული მოლაპარაკება რუსეთთან“, - განაცხადა ასტროლოგმა „დილა მშვიდობისა საქართველოში“.