„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
საქართველოს პროკურატურა ფემიციდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ მონაცემებში მოყვანილია მაგალითები, თუ რა ღონისძიებები გატარდა პროკურატურის მიერ ამ დროის განმავლობაში.
„საქართველოს პროკურატურამ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით რეფორმების გატარება 2014 წლიდან დაიწყო, რაც გამოიხატა პროკურორთა სპეციალიზაციაში, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკასა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების სტრატეგიულ მიმართულებად განსაზღვრაში.
2022-2027 წლების საქართველოს პროკურატურის სტრატეგიაში ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, წინა წლების მსგავსად, პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. ახალ სტრატეგიაში გაიწერა კონკრეტული აქტივობები. საქართველოს პროკურატურა, შემდგომი წლების განმავლობაში, განაგრძობს ძალისხმევას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას.
საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის, 2022 წელს სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავდა ორი სახელმძღვანელო მითითება „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“ და „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საქმეებზე საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების შესახებ“.
საქართველოს პროკურატურა პირველი უწყებაა, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სპეციალიზაცია დაინერგა. ამჟამად, სპეციალიზებულია 209 პროკურორი. პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებში სპეციალიზებული პროკურორების მონაწილეობა პროკურატურის პრიორიტეტია.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.