ჯორჯო არმანის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა
1757151941
უკვე მეხუთე დღეა, ოჯახი გაუჩინარებულ გოგონას ეძებს. ლიკა გიორგობიანი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
გაუჩინარებულ გოგოს დედა მიმართავს და მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.
„ისევ ვეძებ ჩემს შვილს. უკვე მე-5 დღეა. მივმართავ კეთილ ადამიანებს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს. ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი, შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული“, - წერს ხათუნა გიორგობიანი.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.