+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია - უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ "კურიერთან" გააკეთა.
სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია "სოფლის ნობათის" განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
მანამდე თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ალფატოქსინების ის რაოდენობა, რაც "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევს.
"ქართული ნორმა არის ევროპული რთულად დასაშვები კონცენტრაციის, გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. პროდუქტი, რა თქმა უნდა, უნდა ამოიღოს და გაინადგუროს იმიტომ, რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე", - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.