დიპლომატიის ფორუმში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ხელს შეუწყოს როგორც საქართველო-თურქეთის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოებთან - საქართველოს ელჩი თურქეთში

საქართველოს ელჩი თურქეთში

დიპლომატიის საერთაშორისო ფორუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა თურქეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად და ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ, - განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთში, არჩილ კალანდიამ.

„ამ ფორუმში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ხელს შეუწყოს როგორც საქართველო-თურქეთის და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოებთან“, - აღნიშნა ელჩმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.