პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ნოვრუზ ბაირამის ბოლო „ჩერშენბე“, ანუ „მიწის ჩერშენბე“ აღინიშნება. ბოლო ჩერშენბე მიწის გაღვიძებით, გაცოცხლებითაა ცნობილი. „ბოლო ჩერშენბეს“ შემდეგ მიწა უკვე სახნავ-სათესი სამუშაოებისათვის მზად ითვლება.
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს არის ჩემი საყვარელი დღესასწაული, ნოვრუზ ბაირამის ბოლო „ჩერშენბე“, ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ, ჩემნაირი სახლში დარჩენილი გოგოები კი მარილიან პურებს აცხობენ. ღამე უნდა ვჭამოთ და ის თეთრცხენიანი თუ მანქანიანი წყალს მოგვიტანს და დაგვალევინებინეს.
კიდევ ამბობენ, რომ დღეს მთელი დღე როგორიც გექნება, მთელი წელი ისეთი დღეები გელოდებაო. ჩემი დილა დღეს მუქარით დაიწყო და ახლა პოლიციაში გამოკითხვით მიმდინარეობს.
ასე გამოდის, რომ დღესაც ვერ გამოვაცხობ მარილიან პურს. ჰეიი, შენ ვიღაცა, რა ვქნა, არ მეცალა შენი წყალის დასალევად, იქნებ ისე გამომიგზავნო“, - წერს ბაირამოვა.