„ძალიან მძიმე სიტუაციაა, ცოტა ხნის წინ დაბომბდეს ის ადგილი სადაც იყო“ - ირაკლი ოქრუაშვილის ქალიშვილის მიმართვა

მია ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფება. 

ყოფილ ძალოვან მინისტრს საფრანგეთიდან თავისმა ქალიშვილმა, მია ოქრუაშვილმა მიმართა. 

„როცა უკვე ჩასული იყო ისევე როგორც ყველამ მეც მაშინ გავიგე. არავისთან არ უსაუბრია, უთქმელად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან მიხარია,  რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ყველაზე მეტად ვნერვიულობ მაგრამ, ალბათ ყველაზე მეტად ვგრძნობ სიამაყეს. 

დღეს დილაც, რომ ველაპარაკე არის ძალიან მძიმე სიტუაცია, ცოტა ხნის წინ დაბომბდეს ის ადგილი სადაც იყო. ახლა თუ მიყურებს ვეტყოდი, რომ მიხარია ამას, რომ აკეთებს“, - ამბობს მია ოქრუაშვილი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას.