„უკრაინა ჩემი მეორე ოჯახია... ჩემი ლიზი და ნიკუშა ნახევრად უკრაინელები არიან“ - ციცი ფალავანდიშვილი

დედალამაზიშვილი

ჯგუფ „მგზავრების“ წევრის, გიგი დედალამაზიშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს:

„ჩემო მეგობრებო, უკრაინა ჩემი მეორე ოჯახია. 12 წლის წინ ჩემს ოჯახში შემოვიდა მარინა, რომელმაც კიდევ უფრო გააფერადა და გაალამაზა ჩვენი ოჯახი.

ჩემი ლიზი და ნიკუშა ნახევრად უკრაინელები არიან. მარინას მშობლები, ძმა, ბებიები, სანათესაო, მეგობრები ამჟამად უკრაინაში არიან.

24 თებერვლიდან არცერთი ღამე არ გვიძინია. ახალგაზრდები იბრძვიან, ქალები და ბავშვები სანგრებში ათენებენ ღამეს. ძალიან განვიცდით, მტკივა ჩემი მეორე ოჯახი. არავის გამოგაცდევინოთ ეს აუწერელი მდგომარეობა. მიჯაჭვულები ვართ ტელეფონებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში გვეხმიანება და დახმარებას სთავაზობს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მე მინდა ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო. ვამაყობ, რომ ჩემი გოგო, ჩემი მარინა ამ გმირი ერის შვილია. ღმერთო, უშველე უკრაინას. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“ - წერს ციცი ფალავანდიშვილი.