დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში, უკრაინელების სახალხო ომის დევიზი გახდა „არავინ ჩვენ გარდა!“. უკრაინელ ხალხს ესმის, რომ ჩვენ გარდა არავინ დაიცავს სამშობლოს და ეს გვმატებს მოტივაციასა და გამბედაობას. უკან დასახევი არსად გვაქვს, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ!“, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენს მიწაზე რუსეთის აგრესიული თავდასხმის შემდეგ, ბევრი უკრაინელი გახდა იძულებული, ქვეყანა დაეტოვებინა და ეპოვა მშვიდი ადგილი საკუთარი შვილებისა და მშობლების უსაფრთხოებისთვის, თუმცა, საზღვარზე უკრაინელები ორი მიმართულებით მოძრაობენ - როცა მათ ნაწილს ბავშვები და მოხუცი ახლობლები გაჰყავს საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ მყოფი მრავალი ქალი და კაცი ბრუნდება უკრაინაში, ბრუნდებიან, რათა შეუერთდნენ სახალხო წინააღმდეგობას, როგორც ჯარისკაცები ან მოხალისეები.
25 თებერვლიდან 5 მარტამდე, 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. მათი უმეტესობა წვევამდელი ასაკის ბიჭია. ისინი ნებაყოფლობით ბრუნდებიან და ნათლად ესმით მათი მოვალეობა დაიცვან ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი ოჯახი, სახლი და სახელმწიფო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.