PHOTO: „ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს...“ - როგორ მიულოცა „მილანმა“ კახა კალაძეს იუბილე

კახა კალაძე

წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე დღეს იუბილარია. ის დღეს 45 წლის გახდა.

მილოცვის ტრადიცია არ დაარღვია გუნდმა, რომლის სახელს კახი წლების მანძილზე იცავდა.

მილანმა ტვიტერზე მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა:

„ცხოვრების გართულება შემტევებისთვის მისი ზოგადი მოცემულობა იყო:

დაბადების დღეს გილოცავ! კახა კალაძე.

საუკეთესო სურვილებით ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს“,- წერია მისალოც წერილში.

ცნობისთვის, ქართველი მცველი კახი კალაძე "მილანის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიპოვა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მოთამაშეს, ეროვნული გუნდის მაისურით 1996–2011 წლებში 83 მატჩი აქვს ჩატარებული.