ცნობილმა პორტალმა დაასახელა ბავშვების სახელები, რომლებიც 2026 წელს იქნება პოპულარული
1766218294
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ, ილია მეორეს სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
,,კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს - ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.