„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია ოთხი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რეგიონში დატოვებული ნაღმების აფეთქების საშიშროების დონე მაღალია.
„გუშინ იზიუმის რაიონში ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა“, - განაცხადა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პიროტექნიკურმა ქვედანაყოფმა დეოკუპირებულ ტერიტორიების განაღმვას აგრძელებენ და მათ მხოლოდ ერთ დღეში, 657 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.