გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ეს ყოფილიყოს ბოლო მებრძოლი. ეს იყოს ბინძურ სისხლიანებზე გამარჯვებისთვის ბოლო. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. ჩემი ძმა იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩემი, თქვენი და ყველას თავისუფლებისთვის“,-თქვა მედიასთან დაღუპული მებრძოლის ძმამ, ბაკურ კვარაცხელიამ.
ედიშერ კვარაცხელიას წალენჯიხაში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით 20 ოქტომბერს დაკრძალავენ. მანამდე მისი ცხედარი საკუთარ სახლში იქნება დასვენებული და მსურველებს შეეძლებათ მებრძოლისთვის პატივის მიგება.
ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი მანამდე გაიმართა როგორც უკრაინის დედაქალაქში, ასევე თბილისში.
მისი ცხედარი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს.
ედიშერი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ედიშერ კვარაცხელია იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
ავტორი: თეა შონია