1759260719
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ზურაბ თურმანიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„ბატონი ზურაბ თურმანიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ცნობილი დასტაქარის, დიდი ტრადიციების მქონე თურმანიძეთა გვარის ღირსეული წარმომადგენლის, ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს ბატონი ზურაბისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.